ლაშა დარსალია გახელაძის უკანონო პატიმრობაზე: საქართველო არ აპირებს თავისი მოქალაქეების მიტოვებას

„მინდა ოჯახს და მთელ საზოგადოებას ვუთხრა – საქართველო არ აპირებს თავისი მოქალაქეების მიტოვებას. გადადგმული იქნება ყველა ნაბიჯი რათა რაც შეიძლება მოკლე დროში დასრულდეს ეს პროვოკაციები და ჩვენი მოქალაქეები, მათ შორის ზაზა გახელაძე დაუბრუნდნენ თავიანთ ოჯახებს“ – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ლაშა დარსალიამ.

მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ სათანადოდ არის ამოქმედებული ყველა მექანიზმი და გრძელდება მუშაობა, რათა საქართველოს ყველა მოქალაქე, მათ შორის ზაზა გახელაძე, დაუბრუნდეს თავის ოჯახს. მისი თქმით საქართველოს პარტნიორების ჩართულობა და აქტივობა და ის მუშაობა, რომელსაც ახორციელებენ საქართველოს სახელმწიფო უწყებები, იძლევა იმის საფუძველს, რომ დარწმუნებულები ვიყოთ საკითხის დადებით გადაწყვეტაში.

ლაშა დარსალიამ ასევე განაცხადა, რომ გაიმართა შესაბამისი კონსულტაციები ჟენევის თანათავმჯდომარეებთან და სხვა პარტნიორებთან, მოთხოვნილია შეხვედრები ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ფარგლებში, აგრეთვე, უახლოეს მომავალში გაიმართება ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარის ვიზიტი საქართველოში.

banner
წინა სტატიაშიანა დოლიძე – სუბსიდირების მიმღები კომპანიებიდან ორი უმსხვილესი კომპანია კვლავ „ქართული ოცნების“ შემომწირველია
შემდეგი სტატიალეონიდ სლუცკი: ხვიჩა კვარაცხელია ედენ აზარს ჰგავს