ლაშა დარსალია – ჩვენთვის ე.წ. 3+3 ფორმატი მიუღებელია, ასეთ ფორმატებში მონაწილეობა არც განიხილება

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია აცხადებს, რომ საქართველო ე.წ. 3+3 ფორმატის შეხვედრაზე მონაწილეობას არც კი განიხილავს.

მისივე თქმით, ამის შესახებ პოზიცია არაერთხელ დააფიქსირა საგარეო საქმეთა სამინისტრომ. როგორც ლაშა დარსალია ამბობს, საქართველოსთვის ეს ფორმატი მიუღებელია.

„ფორმატთან დაკავშირებით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ თავისი პოზიცია არაერთხელ დააფიქსირა. ამაზე ბოლოს საგარეო საქმეთა მინისტრმა პარლამენტში გამოსვლის დროსაც ისაუბრა, რა დროსაც კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა, რომ საქართველო ამ ფორმატი მონაწილეობას არ განიხილავს, შესაბამისად, მოსკოვში დაგეგმილ შეხვედრაში საქართველო არ მიიღებს მონაწილეობას და არც განიხილავს ასეთ შესაძლებლობას. ამაზე ყოველთვის არის საქართველოს ცალსახა პოზიცია – ჩვენთვის ეს ფორმატი მიუღებელია და ამაზე არაერთხელ ვისაუბრეთ. შესაბამისად არც ახლა და არც მომავალში ასეთ ფორმატებში მონაწილეობა არც განიხილება“, – განაცხადა ლაშა დარსალიამ.

banner
წინა სტატიაშიხაზარაძე პროკურორს – რაღაცაში გაერკვიეთ, მართლა და მართლა, საბავშვო ბაღი ხომ არ არის?!
შემდეგი სტატია30 ვერცხლად გაყიდული ოპოზიაცია- შოთა წურწუმიასა და ოთო შენგელიას პირველი კომენტარები