ლაშა დამენია:”ბანერებთან ბრძოლა არ გამოუვა ქართულ ოცნებას-რა მოხდა ნაცატუში

nacsatu

ზუგდიდის რაიონის სოფელ ნაცატუში გვიან ღამით უცნობმა პირებმა  ” ნაციონალური მოძრაობის” ბანერი  და სააგიტაციო მასალები გაანადგურეს-ამის შესახებ “თაიმერს” ადგილობრვი ორგანიზაციის თავმჯდომარემ ლაშა დამენიამ აცნობა. ფაქტზე გამოძახებულ იქნა სამართალდამცავები და დაკითხვაზე ოჯახის უფროსიც იმყოფებოდა. ლაშა დამენია მომხდარს ხელისუფლებას უკავშირებს და აცხადებს, რომ ქართულმა ოცნება პარტიას ვერ ერევა და ბრძოლა საარჩევნო ბანერებს და სააგიტაციო მასალებს დაუწყო.

 

“მითი იმის შესახებ, რომ კვირიკაშვილი რამეს შეცვლის ეს არის ტყული.რაც დრო გადის კვირიკაშვილიც ემსგვასება ღარიბაშვილს.ქართული ოცნება  აგრესიით  აპირებს არჩევნების გამარჯვებას, მაგარამ დამერწმუნეთ, რომ ეს მხოლოდ მათი ოცნებაა და ოცენებად დარჩება.  პარტიას ვერ ერევიან და ებრძვიან ბანერებს  და სააგატაციო მასალებს. თუ არა ხელისუფლება მას გამვლელი კაცი ვერ გააკეთებდა.ბანერებთან ბრძოლა არ გამოუვა ქართულ ოცნებას. 22  მაისს ზუგდიდში  წააგებს ქართული ოცნება  2016 კი   ნაგავში  გაუშვებს-განაცხადა ” თაიმერთან” ლაშა დამენიამ.

შეგახსენებთ, რო 22 მაისს 2016 წლის მაისში ზუგდიდში შუალედური ადგილობრივი არჩევნები გაიმართება. ზუგდიდის რაიონის საკრებულოს სამანდატო-იურიდიული კომისიის თავმჯდომარის მაიზერ ნანავას განმარტებით, ამის საჭიროება მას შემდეგ დადგა, რაც საკრებულოს დეპუტატს „თავისუფალი დემოკრატებიდან“ ცოტნე მურღულიას, რომელიც სოფელ კორცხელის მაჟორიტარი-დეპუტატი იყო, უფლებამოსილება შეუწყდა. საკრებულომ მურღულიასთან ერთად უფლებამოსილება  უწყებაში „ქართული ოცნების“ კვოტით შესულ დეპუტატს კახა მიქაიას შეუწყვიტა.
banner
წინა სტატიაშისაპროტესო აქცია ივანიშვილის სახლთან იმართება
შემდეგი სტატია„პანორამა თბილისის” საწინააღმდეგო აქცია შს სამინისტროსთან გაგრძელდება