ლაშა დამენია ნიკა მელიას პროკურატურაში დაბარებას ეხმაურება

ევროპული საქართველოს წევრი, ლაშა დამენია, ნიკა მელიას პროკურატურაში დაბარებას ეხმაურება.
დამენიას თქმით, ქართული ოცნების პოლიტიკა, რომელიც პოლიტიკური ლიდერების ზეწოლაზეა ორიენტირებული, არ შეცვლილა ბიძინა ივანიშვილის ჩირგვებში დამალვის შემთხვევაშიც კი.
დამენიამ აღნიშნა, რომ თუკი ქვეყანაში გაიზრდება პოლიტპატიმრების რიცხვი, საპროტესტო მუხტი არათუ შემცირდება, არამედ გაორმაგდება.
„ახალი პოლიტიკური შეტევა დაიწყო, მოგეხსენებათ დაიბარეს ნიკა გვარამია, ეხლა მელია, ალბათ რიგში დგას გიგი უგულავა და სხვა პოლიტიკური ლიდერებიც, არაფერი არ შეიცვალა ბიძინა ივანიშვილის ყოფნის პირობებშიც და ივანიშვილის ჩირგვებში დამალვის შემთხვევაშიც. გრძელდება ერთი და იგივე პოლიტიკა და გრძელდება ზეწოლა პოლიტიკურ ლიდერებზე, რათა ამით გაანეიტრალონ ის მუხტი, რომელიც საქართველოს მოსახლეობაშია.
რათქმაუნდა, დამერწმუნეთ, რომ ეს მუხტი გაორმაგდება და გასამმაგდება იმ შემთხვევაში, თუ ისეთ გადაწყვეტილებას მიიღებენ, რომელიც პოლიტპატიმრების რაოდენობას გაზრდის საქართველოში.“ – განაცხადა დამენიამ.

banner
წინა სტატიაშიკონსტანტინე გამსახურდია გარეჯის თემაზე
შემდეგი სტატიასაგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება ზაზა გახელაძის უკანონოდ ტყვეობის 12 წელზე მეტი ვადით გახანგრძლივების გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით