ლაშა დამენია: აუცილებელია თვითმმართველობები დარჩეს თუნდაც იმავე სახით როგორიც დღეს არის

„მინდა თქვენი ყურადღება მივიპყრო ხვნა – თესვის საკითხზე, რომელი შეპირებითაც მოვიდა „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში და დღეს საკმაოდ სავალალო მდგომარეობაა სოფლებში. როდესაც ჩვენ ბიუჯეტიდან შევწყვიტეთ ხვნა – თესვაზე მუშაობა და შემდეგ მოხდაქ აქციზების ზრდა საწვავზე, რამაც საკმაოდ რთულ მდგომარეობაში ჩააგდო ქართველი გლეხობა, რომელსაც აღარანაირი საშუალება აღარ აქვს და მინდა მივმართო ხელისუფლებას, რომ იქნებ მოხერხდეს ერთჯერადად მოსახლეობას დავეხმაროთ თუნდაც საწვავით, რომ შეძლონ ხვნა – თესვა-აცხადებს “მოძრაობა თავისუფლებისთვის – ევროპული საქართველოს“ წევრი ლაშა დამენია. მისივე განცხადებით კანონი თვითმმართველობის შესახებ საკმაოდ სენსიტიური დამოკიდებულება აქვს მოსახლეობას ამ საკითხთან მიმართებით. აუცილებელია თვითმმართველობები დარჩეს თუნდაც იმავე სახით როგორიც დღეს არის და რაიონს ქონდეს თავისი ბიუჯეტი, ქალაქს – თავისი, რომ არ მოხდეს მათი აღრევა. მარტო სტატუსით მოტყუება და არანაირი უფლებების ჩადება და გაერთიანება თვითმმართველი ერთეულების მითუმეტეს იმ პირობებში, რომ საპარლამენტო რესპუბლიკა დეკლარილებურად ხორციელდება საქართველოში, ვფიქრობ, რომ საკმაოდ ცუდ შედეგებს მოგვიტანს. სამინისტრო ასახელეფს ფინანსურ პრობლემებს, მაგალითისთვის გეტყვით: 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ ცაგერში 13 ერთეულით გაიზარდა აიპის რაოდენობა, სადაც არანაირი რეფორმა განხორციელებულა. აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში 2014 წლის არჩევნების შემდგომ 408 საშტატო ერთეულით გაიზარდა თანამშრომლების რაოდენობა, რომელმაც შეადგინა წლიური 2 მილიონ 400 ათასი ლარის ოდენობა, კიდევ უარესი მდგომარეობაა ქვემო ქართლში სადაც საშტატო ერთეული გაიზარდა 883_ით და მისმა წლიურმა რაოდენობამ შეადგინა 6 მილიონ 843 ათასი. ის არგუმენტი, რომ თითქოს ეს გამოიწვევს ეკონომიას თანხებში ეს არ არის დამოკიდებული ერთად იქნება ქალაქი და რაიონი ერთად იქნება თუ ცალ-ცალკე. ეს არის თქვენზე დამოკიდებული, თუ ეკონომიურად მოიხმართ და არ იქნება ამდენი დანამატები და პრემიები, არანაირი პრობლემა არ იქნება ამ კუთხით-აცხადებს “მოძრაობა თავისუფლებისთვის – ევროპული საქართველოს“ წევრი ლაშა დამენია.

banner
წინა სტატიაშისირიაში ზარინის გამოყენების ფაქტი ოფიციალურად დადასტურდა
შემდეგი სტატიაქუთაისში მეათეკლასელმა გოგომ თავი ჩამოიხრჩო