ლაშა ჩხარტიშვილმა “ნამოხვანჰსის” პროექტთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეიტანა

“ლეიბორისტული” პარტიის წევრმა, ლაშა ჩხარტიშვილმა “ნამოხვანჰსის” პროექტთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეიტანა.

ჩხარტიშვილის განცხადებით, მთავრობის განკარგულება ჰესის მშენებლობისთვის მიწის უსასყიდლოდ გადაცემის თაობაზე კონსტიტუციის 29-ე მუხლს ეწინააღმდეგება.

“ლეიბორისტები” მოითხოვენ, რომ მიწა სახელმწიფოს დაუბრუნდეს, საკონსტიტუციო სარჩელის გადაწყვეტამდე კი ნამახვანჰესის სამშენებლო სამუშაოები შეჩერდეს.

შეგახსენებთ, რომ ნამახვანჰესის საწინააღმდეგო აქცია 23 მაისს თბილისში, რესპუბლიკის მოედანზე გაიმართება.

banner
წინა სტატიაშიბრიტანეთი ჯანმოსთან ერთად “პანდემიური რადარის” შექმნას გეგმავს
შემდეგი სტატიააფხაზეთის მთებში უხვი ნალექის შემდეგ მეწყერი ჩამოწვა