ლაშა ჩხარტიშვილი მერებისთვის ხელფასის შემცირებას ითხოვს

“ლეიბორისტული” პარტიის წევრი, ლაშა ჩხარტიშვილი მერებისთვის ხელფასის შემცირებას ითხოვს. ჩხარტიშვილი მიიჩნევს, რომ უნდა გაუქმდეს სატელეფონო და სატრანსპორტო ლოტები, დაზოგილი თანხებით კი ჩხარტიშვილი დასუფთავების სამსახურის და სხვა მომსახურე პერსონალის თანამშრომლებს ხელფასების გაზრდას ჰპირდება,

“საკრებულოში ჩემი პირველი ინიციატივა იქნება, პირიქით, შემცირება ¼-ით მერებისა და მაღალჩინოსნებისთვის ხელფასის. გაუქმება ყველა იმ არასაჭირო ლოტების, რომლებიც მათ აქვთ, საუბარია, მანქანებზე, საუბარია საწვავზე, სატელეფონო ხარჯებზე. ამ გამოთავისუფლებული თანხებით, ჩვენ ვპირდებით, რომ მერებს კი არ გავუზრდით ხელფასს, არამედ მათი შემცირების ხარჯზე, გაეზრდებათ ხელფასი, 50%-ით, დასუფთავების სამსახურის, ავტობუსებისა და მეტროს მძღოლებსა და სხვა მომსახურე ტექნიკურ პერსონალს”,- თქვა ლაშა ჩხარტიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიკორონავირუსით ორსული ქალი გარდაიცვალა
შემდეგი სტატიაფასდაკლება ვაქცინირებულ სტუმრებს: რესტორანთა ასოციაციის ინიციატივა