ოლიგარქის მიერ გორში გაკეთებულ ანტისახელმწიფოებრივ განცხადებებს, სადაც ბიძინა ივანიშვილმა საქართველო აგვისტოს ომის დაწყებაში დაადანაშაულა და ოსებისთვის ბოდიშის მოხდაზე ისაუბრა, მწვავე გამოხმაურება მოჰყვა როგორც პოლიტიკოსებში, ასევე სამოქალაქო სექტორში. განცხადებას გამოეხმაურნენ ხელოვანებიც.
“ეს არის გაუგონარი შეურაცხყოფა და ცინიზმი, მითუმეტეს გორში, ამ კაცის გაკეთებული განცხადება, რომელიც არის ჩვეულებრივი თაღლითი და ქართველი ერის მოღალატე. ვის უნდა მოუხადოს ქართველმა ერმა ბოდიში რუსებს და მის სეპარატისტებს? წარმოუდგენელია ჩაგრული მჩაგვრელს ბოდიშს უხდიდეს. ბოდიში მოვიხადოთ 1921 წლის ოკუპაციისა და ანექსიისთვის? 1989 წლის 9 აპრილს მოკლული 21 ადამიანისთვის? ტატუნაშვილისთვის? გიგა ოთხოზორიასთვის? ანწუხელიძისთვის? თამაზ გინტურისათვის? მისი მკვლელობიდან ერთი წელიც რომ არ გასულა. სამარცხვინოა ეს კაცი და ძალიან სამწუხაროა, რომ იქ ვინც იდგა, უმეტესად ძალით მიყვანილები, ზურგი არ შეაქციეს ამ ადამიანს,” – განაცხადა მწერალმა ლაშა ბუღაძემ.