ლაშა ბუღაძე: ასე როგორ შეგაშინათ ამ ერთმა კაცმა?

ლაშა ბუღაძე–ყავარჯენი

მწერალი ლაშა ბუღაძე პენიტენციური დაწესებულების მიერ გავრცელებულ ვიდეოს ეხმაურება და “ქართულ ოცნებას” მიმართავს. მისი თქმით ვიდეოს ნახვის შემდეგ, სკეპტიკოსებსაც თანაგრძნობა გაუჩნდებათ.

ბუღაძე სახელისუფლებო მედიასაც მიმართავს:

ქართული ოცნება – თქვენმა პროპაგანდამ სრული კრახი განიცადა ცოტა ხნის წინ: ამის მერე სკეპტიკოსებშიც კი უფრო მეტი თანაგრძნობა გაჩნდება დაუძლურებული სააკაშვილის მიმართ, რადგან თქვენივე გავრცელებული კადრებით კარგად ჩანს, რა “საკვებსაც” იღებს ექიმების ზედამხედველობით და დოზირებულად, რათა არ მოკვდეს (!). ასე როგორ შეგაშინათ ამ ერთმა კაცმა? თქვენ კი რუსთავი 2-ის და TV Imedi-ის მოქრთამულო დიქტორებო, რაც უფრო მსუყედ ამბობთ სიტყვა “იკვებებას”, მით უფრო საგრძნობი ხდება, რამხელა ულუფებით გაჭმევთ პროპაგანდისტულ მძღ… -ს ივანიშვილის რეჟიმი, – წერს ლაშა ბუღაძე.

banner
წინა სტატიაშიუბედური შემთხვევა რუსთავის ციხესთან -ჯანდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიაენმ-ის განცხადება რუსთავის ციხესთან მომხდარ უბედურ შემთხვევაზე