25.8 C
Tbilisi
შაბათი, სექტემბერი 5, 2026
banner

ლაშა ბუღაძე: “ბიბლუსში” წიგნების დაზიანება პოლიტიკური ცენზურის ნაწილია — ცენზორი ადრე თუ გვიან ყველა სიტყვას მიადგება

მწერალი ლაშა ბუღაძე სოციალურ ქსელში „ბიბლუსის“ გლდანის ფილიალში მისი წიგნების დაზიანების შესახებ წერს.

“როცა ჩემი “დამკვირვებელი” პოლიტიკური მოტივით არ შეაგზავნინეს გიორგი რომელაშვილს სინდისის პატიმარ ნანა სანდერთან, მე დავწერე, რომ შემდეგი ეტაპი იქნებოდა წიგნის მაღაზიები. ეს ბევრს არ სჯერა, მაგრამ ამის მაგალითი პუტინის რუსეთია. “ქართულმა ოცნებამ” მთელი ეს წლები უამრავი რესურსი დახარჯა სიძულვილის კამპანიაში და არაა გამორიცხული, რომელიმე ვანდალს საკუთარი ინიციატივით დაეზიანებინა წიგნები, მაგრამ არც მითითება უნდა გამოვრიცხოთ. წიგნის შებღალვა, დაზიანება და შეურაცხყოფა პოლიტიკური ცენზურის ნაწილია და დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. “ბიბლუსში” თავად არიან უაღრესად შეწუხებულები და ცდილობენ, გაარკვიონ, რა მოხდა. ვიცი, განცხადებაც ექნებათ. კამერების მეშვეობით ალბათ რთული არ იქნება იმის დადგენა, ეს ვინ ჩაიდინა და სად – უშუალოდ მაღაზიაში თუ საწყობში. ამბავი გლდანის ფილიალში მომხდარა, მაგრამ საინტერესოა, სხვაგანაც ხომ არ ყოფილა მსგავსი შემთხვევა. ამ ამბავს ვერც გავიგებდით, ლიკა ლაზიშვილს რომ არ დაეწერა და მადლობა მას. ჩემი მეგობრები, ცოტა არ იყოს, მხიარულად წერენ, რომ სოლიდარობის ნიშნად შეიძენენ “იავარქმნილ” წიგნებს, ეს “მხიარულობა” კი, მადლიერების მიუხედავად, ოდნავ ინფანტილური მგონია, რადგან ეს წიგნები წესით პოლიციამ უნდა ნახოს და ზარალიც აღიწეროს, ჩემს მდუმარე და ზოგადად საქართველოს გარუსების პროცესის სეირის მაყურებლის პოზიციიდან მაცქერალ თანამოქალაქეებსა და კოლეგებს კი ვაფრთხილებ, რომ ეს მარტო ჩემი და ჩემი წიგნის პრობლემა არაა და ცენზორი ყველა სიტყვას მიადგება ადრე თუ გვიან. მერე გაიხსენონ ეს სიტყვებიც და გაფრთხილებაც”,_ წერს ბუღაძე.

banner
წინა სტატიაში“იზოლატორიდან ხელწერილის საფუძველზე გამათავისუფლეს”- კობა ფარტენაძე
შემდეგი სტატიამიხეილ სააკაშვილი: ივანიშვილი რუსეთთან, აფხაზეთსა და ცხინვალთან ხელშეკრულების ხელმოწერას გეგმავს