“სხვა რომ არაფერი, თეა წულუკიანის (და სრულიად კომისიის) მოქმედება იმიტომაა ამაზრზენი, რომ უამრავ ადამიანს გაახსენა წარსული, რომელიც უაღესად მძიმე და მტკივნეულია ამ ადამიანებისთვის.
ამ ჯერზე კონკრეტულად, აფრასიძეების ისტორიას ვგულისხმობ: ერთი წამით გადახედეთ, ქალბატონო თეა, სრულიად ფეისბუქს, ოღონდ თქვენი ანგარიშით არა, იმიტომ რომ მხოლოდ ბაბლი გეყოლებათ მეგობრებში და მაგათ ფიდზე არ ამოუგდებს, არ წყდება სტატუსები:
გადახედეთ და იქნებ მიხვდეთ, რომ საგვარეულო მტრობას აღვივებთ, რომ ჭრილობებზე მარილს აყრით ადამიანებს, ვისაც აფრასიძეების კრიმინალურ ქმედებებთან ჰქონია უშუალო შეხება, იმ ეპიზოდებს ახსენებთ, რომელთა გახსენება იმ მძიმე წუთების ხელახლა განცდას, ხელახლა გადატანას უდრის, რაც უკვე გადაიტანეს, რის დავიწყებასაც გულმოდგინედ ცდილობენ, წლებია…
რაღაც ამის აღმწერი მუხლიც უნდა იყოს სისხლის სამართლის კოდექსში, იმიტომ რომ ეს არის ფსიქოლოგიური ძალადობა მსხვერპლზე, დაზარალებულზე, ტრაგედიაგადატანილზე…
რა ამაზრზენი ხართ, ნეტა სხვისი თვალით შეგახედათ,-წერს ჟურნალისტი ლაშა ბერულავა.