„ევროპის ლიდერების დელეგაციასთან, რა თქმა უნდა, დაგეგმილია ოპოზიციის შეხვედრა, რომელიც მათ მიაწვდის საჭირო ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ მოიპარა ივანიშვილმა ქართველ ხალხს არჩევნები.“ – განაცხადა „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, ლაშა ბაქრაძემ ევროპის ლიდერების დელეგაციის ვიზიტზე
ლაშა ბაქრაძის განცხადებით „მაღალი რანგის დელეგაცია ჩამოდის ევროპიდან, იქნებიან სხვადასხვა კომიტეტების ხელმძღვანელები და რა საკვირველია ჩვენ მათგან მოველით ძალიან მკაცრ განცხადებას იმ გაყალბებებთან დაკავშირებით, რომელიც 26 ოქტომბრის არჩევნებზე მოხდა, მათ შორის არიან უკვე ცნობილ კრიტიკოსები, რომელიც არ უყვარს „ქართულ ოცნებას“, მაგალითად მიხაილ როთი გერმანიის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე და ბევრი სხვა, სულ 12 ადამიანი ჩამოდის. მათთან რა საკვირველია დაგეგმილია ოპოზიციის შეხვედრები და ოპოზიცია მათ მიაწვდის საჭირო ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით თუ რა ხდებოდა და როგორ მოიპარეს ეს არჩევნები.“- განაცხადა ლაშა ბაქრაძემ