“ჩვენ ვაპირებთ, რომ დაველაპარაკოთ ადამიანებს, ავუხსნათ, როგორი წარმოგვიდგენია ჩვენი ქვეყანა მომავალში, როგორი უნდა იყოს ქვეყანა, რომელიც იქნება გაერთიანებული და ერთიანი ძალებით” – ამის შესახებ “ერთიანობის” ლიდერმა ლაშა ბაქრაძემ განაცხადა
მისი თქმით ცვლილებების დრო მოვიდა, ერთიანობის დრო მოვიდა
“დარჩა 100 დღე, ძალიან ცოტა დრო არის, მაგრამ გასაკეთებელი არის უზომოდ ბევრი.
ჩვენ ვაპირებთ, რომ დაველაპარაკოთ ადამიანებს, ავუხსნათ, როგორი წარმოგვიდგენია ჩვენი ქვეყანა მომავალში, როგორი უნდა იყოს ქვეყანა, რომელიც იქნება გაერთიანებული და ერთიანი ძალებით, აღმშენებლობა როგორი იქნება ამ ქვეყანაში.
ამიტომაც მე იმედი მაქვს, რომ ყველა შემოგვიერთდება ჩვენ, ამ დიდ ერთობას იმისათვის, რომ ჩვენ შევასრულოთ დიდი ამოცანები და გარდავტეხოთ მდგომარეობა საქართველოში და დავიწყოთ დიდი ცვლილებები.
ცვლილებების დრო მოვიდა, ერთიანობის დრო მოვიდა და ერთიანობა დადგა!” – განაცხადა ბაქრაძემ