ლაშა აბაშიძე – საუბარი იმაზე, ხანძარი განზრახ გაჩნდა თუ არა, ადრეა

თბილისის ვიცემერის, ლაშა აბაშიძის განცხადებით, საუბარი იმაზე, ხანძარი განზრახ გაჩნდა თუ არა ელიავას ბაზრობის ტერიტორიაზე, ადრეა.

აბაშიძის თქმით, მეხანძრეებმა ძალიან კარგად იმუშავეს.„საბედნიეროდ მსხვერპლი არაა, მეხანძრეებმა იმუშავეს ძალიან კარგად.იყო ძალიან ინტენსიური ხანძარი. გამომდინარე იქიდან, რომ შიგნით იყო საბურავები, საღებავები, ამან გამოიწვია საკმაოდ ინტენსიური ხანძარი. მოხდა სრული მობილიზება სახანძრო ეკიპაჟების. ხანძარი სხვა შენობებზე, საბედნიეროდ არ გავრცელდა.საუბარი იმაზე, ხანძარი განზრახ გაჩნდა თუ არა, ადრეა“,- განაცხადა ლაშა აბაშიძემ.

 

https://youtu.be/9i3OwhcpKaQ

 

banner
წინა სტატიაშიგამოძიებამ უნდა დააჩქაროს ტემპები და გავიგოთ რეალური მიზეზი რა არის ამ ხანძრების – ირმა ინაშვილი
შემდეგი სტატიაუპირველესი ამოცანა არის ხელისუფლების, რომ დაადგინოს ხანძრის გამომწვევი მიზეზები – ზალიკო უდუმაშვილი