ლას-ვეგასში მამაკაცს, რომელმაც მანეკენი გატეხა, მკვლელობაში სდებენ ბრალს

აშშ-ში ნევადას შტატის სასამათლო უჩვეულო საქმეს განიხილავს: მამაკაცს, რომელმაც მანეკენს თავი გაუტეხა, მკვლელობის მიზნით თავდასხმაში სდებენ ბრალს.
გუშინ სასამართლოს წინაშე 30 წლის შეინ ალენ შინდლერი წარსდგა, რომელიც ლას-ვეგასის ერთ-ერთ ცარიელ ქუჩაზე ღამით დააკავეს, სადაც ადრე ორი უსახლკარო სასიკვდილოდ ცემეს.
უსახლკაროების მკვლელის ძიების პროცესში პოლიციამ სატყუარად მანეკენი გამოიყენა – და მან იმუშავა.
ვიდეოსათვალთვალო კამერამ დააფიქსირა, რომ შინდლერი ადიალეში გახვეულ მანეკენს ჩუმად უახლოვდება, თავზე კაპიშონს იხურავს, ცელოფნიდან ჩაქუჩს იღებს და თოჯინას თავზე რამდენჯერმე დარტყმას აყენებს. შინდლერი თავს დამნაშავედ არ ცნობს – დაკავებიდან მალე, მან პოლიციას განუცხადა, რომ მან იცოდა, რომ მანეკენს ესხმოდა.
სასამართლოში დაცვამ ბრალდებას დასცინა, როგორც “იურიდიულად წარუმატებელს” და განაცხადა, რომ შეუძლებელია უსულო საგანი მკვლელობა.
შემთხვევამ იურისტებში დავა გამოიწვია, მაგრამ ნევადას კანონი, სავარაუდოდ, მხარს ბრალდების დაუჭერს.

banner
წინა სტატიაშიევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე მდგარი საქართველო კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარების პირობას იცავს და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას საერთაშორისო ფორმატში მოლაპარაკებების გზით აგრძელებს
შემდეგი სტატიასანდრო ბრეგაძე სკანდალურ ინფორმაციას ავრცელებს