რუსეთის ფედერალური საბაჟო სამსახური „ზემო ლარსის“ სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე მგზავრთა რეკორდული ნაკადის მოძრაობას შვებულებების სეზონის დინამიკით განმარტავს.
უწყების ცნობით, ამ ეტაპზე განსაკუთრებით მაღალი აქტივობა რუსეთის ფედერაციაში შესვლის მიმართულებით ფიქსირდება.
„ეს დაკავშირებულია შვებულებების სეზონის დასრულებასთან და დასვენების შემდეგ მოქალაქეთა დიდი რაოდენობით დაბრუნებასთან. ამასთან ერთად, ნარჩუნდება ინტენსიური მოძრაობა რუსეთის ფედერაციიდან გავლის მიმართულებითაც, რაც ტურისტული სეზონის გაგრძელებითაა განპირობებული“, — ნათქვამია რუსეთის საბაჟო სამსახურის ოფიციალურ განცხადებაში.















