ლარის კურსთან დაკავშირებით ეროვნული ბანკი განცხადებას ავრცელებს

ლარის კურსთან დაკავშირებით ეროვნული ბანკი განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ეროვნული ვალუტის კურსის მოკლევადიან დინამიკაზე გავლენას ბევრი ფაქტორი ახდენს და რეაგირებაც სხვადასხვა მიმართულებით უნდა განხორციელდეს.

განცხადების თანახმად, ეროვნული ბანკი იმოქმედებს კურსის გრძელვადიანი სტაბილურობის მიზნებიდან გამომდინარე და დამატებითი ჩარევის აუცილებლობის შემთხვევაში გამოიყენებს ყველა ინსტრუმენტს, მათ შორის სავალუტო ინტერვენციებსაც, რათა მაღალი ინფლაცია არ მოხდეს.

“ეროვნული ბანკი, თავისი ფუნქციების აღსრულებისას, დამოუკიდებელია პოლიტიკური თუ სხვა გავლენებისგან და მოქმედებს კონსტიტუციით განსაზღვრული მანდატის ფარგლებში. ინფლაციის თარგეთირების რეჟიმის პირობებში, ცენტრალური ბანკების მიზანია კურსის გრძელვადიანი სტაბილურობა, რაც ეროვნული ბანკის ამოცანის – ფასებისა და ფინანსური სისტემის სტაბილურობისათვის აუცილებელი პირობაა. ლარის კურსის მოკლევადიან დინამიკაზე გავლენას ბევრი ფაქტორი ახდენს და რეაგირებაც სხვადასხვა მიმართულებით უნდა განხორციელდეს. ჩვენ ვიმოქმედებთ კურსის გრძელვადიანი სტაბილურობის მიზნებიდან გამომდინარე და დამატებითი ჩარევის აუცილებლობის შემთხვევაში, გამოვიყენებთ ჩვენს ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტს, მათ შორის სავალუტო ინტერვენციებსაც, რათა არ დავუშვათ მაღალი ინფლაცია.

banner
წინა სტატიაში“ყველაზე ცუდად, ვინც გამოიყურება მთელი ამ პროცესის შემდეგ, მმართველი პარტიაა“ – ეკა ბესელია ანაკლიის პროექტის შესახებ
შემდეგი სტატიასააპელაციო სასამართლომ 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებული მორის მაჩალიკაშვილისა და კიდევ სამი პირის საჩივარი დაუშვებლად ცნო