ლარის კურსის შესახებ პარლამენტში საკომიტეტო მოსმენა დახურულ ფორმატში გაიმართება

საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის, თამაზ მეჭიაურის ინფორმაციით, ხვალ კომიტეტში მთავრობის და ეროვნული ბანკის წარმომადგენლებთან დახურული შეხვედრა გაიმართება.

როგორც მეჭიაურმა ს განაცხადა, ეკონომიკის და ფინანსთა სამინისტროს, ასევე ეროვნული ბანკის წარმომადგენლები, დეპუტატებს ლარის კურსის სტაბილიზაციისთვის გატარებული ღონისძიებების შესახებ ინფორმაციას მიაწვდიან.

„ჩვეულებრივი სამუშაო თათბირია. ერთადერთ საკლითხს ვიხილავთ. ლარის კურსთან დაკავშირებით გვინდა მოვისმინოთ ინფორმაცია ეკონომიკური ბლოკიდან, კერძოდ, მოვუსმენთ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენელს, ასევე ეროვნული ბანკის წარმომადგენელს. ინფორმაცია უნდა მივიღოთ, რასაც მთავრობა და ეროვნული ბანკი ატარებს ლარის კურსის სტაბილიზაციასთან დაკავშირებით. შეხვედრა იქნება დახურულ ფორმატში, რომ შოუს ფორმა არ მიეცეს და იყოს საქმიანი“, – აღნიშნა მეჭიაურმა.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი არ ფლობს ინფორმაციას, მთავრობის ეკონომიკური გუნდიდან და ეროვნული ბანკიდან ვინ დაესწრება ხვალ დაგეგმილ შეხვედრას.

„თუ ვინ იქნება წარმოდგენელი ეგ უკვე მათი გადასაწყვეტია. მოთხოვნა, რომ მაინც და მაინც პირველი პირები ყოფილიყვნენ არ გვქონია, შესაძლებელია მოადგილეები იყვნენ“, – აღნიშნა თამაზ მეჭიაურმა.

როგორც ეროვნულ ბანკში აცხადებენ, საკომიტეტო მოსმენაში მათი წარმომადგენელი მიიღებს მონაწილეობას, თუმცა იქნება თუ არა ეს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ჯერ-ჯერობით უცნობია.

http://pia.ge/show_news.php?id=59138&lang=geo

banner
წინა სტატიაშიდავით უსუფაშვილი უშიშროების საბჭოს სხდომას დაესწრება
შემდეგი სტატია“ჩვენი მიზანია, დავამკვიდროთ პერსონალური მონაცემების დაცვის მაღალი სტანდარტი”