ლარის კურსის რყევა არასწორმა მოლოდინებმა გამოიწვია, სიტუაცია გაამძაფრა პოლიტიკურმა სპეკულაციებმაც

რუსეთში დოლარს აკრძალავენ: რუსების ანგარიშები ავტომატურად დაიხურება, აღმოჩენილი დოლარები კი ჩამოერთმევათ

ლარის კურსის რყევა არასწორმა მოლოდინებმა გამოიწვია, სიტუაცია გაამძაფრა ამ თემაზე პოლიტიკურმა სპეკულაციებმაც, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ცოტნე ყავლაშვილმა განუცხადა.

„მოსახლეობაში იყო მოლოდინი, რომ აგვისტოს შემდეგ ლარი გაუფასურებას დაიწყებდა და შედეგად, მოთხოვნა გაიზარდა. სხვა არანაირი ფუნდამენტური პრობლემა არ არსებობს. სიტუაცია ასევე გაამძაფრა ამ თემაზე არსებულმა პოლიტიკურმა სპეკულაციებმაც. მოვუწოდებ მოსახლეობას, არ აყვნენ მსგავს სპეკულაციებს“, – განაცხადა ცოტნე ყავლაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიკრიზისების მართვის საბჭო არის გადაყენებული ჩინოვნიკების თავშესაფარი – ირმა ნადირაშვილი
შემდეგი სტატიალალი ფაფიაშვილი და ოთარ სიჭინავა ევროსასამართლოს მოსამართლეობის კვალიფიციურ კანდიდატებად ცნეს