“ლარის კურსის დასტაბილურების მთავარი გზა ბიუჯეტიდან არამიზნობრივი ხარჯების შემცირებაა”- ზურაბ ჭიაბერაშვილი

“ევროპული საქართველოს” წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი ლარის კურსთან დაკავშირებით მთავრობას აკრიტიკებს. მისი თქმით, ლარის კურსის დასტაბილურების მთავარი გზა ბიუჯეტიდან არამიზნობრივი ხარჯების შემცირებაა.
,,გამოსავალი, რასაც ევროპული საქართველო თავაზობთ ბიძინა ივანიშვილის მთავრობას არის ერთადერთი – ბიუროკრატიული ხარჯის შემცირება, ბიუჯეტიდან ძალიან ბევრი უყაირათო ხარჯის ამოღება და ამ ყველაფრის ხარჯზე გადასახადების შემცირება. ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში დაეხმარება მცირე და საშუალო ბიზნესს, დააჩქარებს ეკონომიკურ ზრდას, დაასტაბილურებს ფასებს და უპასუხებს უმუშევრობას, რომელიც ჩვენი ქვეყნის მთავარი პრობლემაა. ამის გარეშე შეუძლებელია, რომ ლარი დასტაბილურდეს და შევაჩეროთ ფასების ზრდა, რომელიც ჩვენი მოქალაქეების ჯიბეებს უკიდურესად ტვირთად აწვება’’ – განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიამ ხელისუფლების პირობებში ლარს პოზიტიური პერსპექტივა არ აქვს-მელიქიშვილი
შემდეგი სტატიაშსს განცხადებას ავრცელებს