ლარის კურსის ბოლოდროინდელ გაუფასურებას ეროვნული ბანკი რუსულ ტურისტულ ემბარგოს უკავშირებს

ლარის კურსის ბოლოდროინდელ გაუფასურებას ეროვნული ბანკი რუსულ ტურისტულ ემბარგოს უკავშირებს და აცხადებს, რომ ეროვნული ვალუტის ვარდნა, სწორედ ტურისტების ნაკადის შემცირებამ გამოიწვია. თუმცა რატომ დაიწყო ლარმა მკვეთრი ვარდნა 20 ივნისის მოვლენებამდე ჯერ კიდევ ერთი თვით ადრე, ეროვნული ბანკი არ საუბრობს და ინტერვენციების განხორციელებას არ აპირებს.

“გასულ პერიოდში თქვენ რაც რყევები ნახეთ, ეს დამოკიდებული იყო იმ მოლოდინებთან, რაც შეიძლება იყოს გამოწვეული ტურისტების რაოდენობის შემცირებასთან. შესაბამისად ეს როგორც ყველა ქვეყანაში, საქართველოში კურსზეც აისახა. თუ დავინახავთ ამის საჭიროებას, რა თქმა უნდა ჩვენს გვაქვს რეზერვები, მაგრამ ამ ეტაპზე, რაც ჩვენ გვაქვს შოკი ამ შემთხვევაში რეზერვების გამოყენება არ არის სასურველი,”-აცხადებს მესტვირიშვილი.

banner
წინა სტატიაშივინც ჯერ არ ყოფილხართ, ეწვიეთ საქართველოს – დიდი ბრიტანეთის დელეგაციის ხელმძღვანელი ეუთოში
შემდეგი სტატია“არანაირ კანდიდატებზე ჯერ არ მიდის საუბარი,”-მიხეილ ბატიაშვილი მიხეილ გიორგაძის შესაძლო შემცვლელზე საუბრობს