ლარის გაუფასურების გამო, პურის ფასმა შესაძლოა, მოიმატოს – ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელი

ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ლევან სილაგავა აცხადებს, რომ ლარის გაუფასურების გამო, პურისა და პურპროდუქტების ფასმა შესაძლოა, მოიმატოს.

„ეს იქნება ალბათ ორლარიანი გაძვირება ერთ ტომარა ფქვილზე. ფასები, რომლებიც დღეს არის წისქვილკომბინატებში, 49-50 ლარის ფარგლებში ერთ ტომარა ფქვილზე, დაგეგმილია დაახლოებით 2.75-იან კურსზე, დღეს კი კურსი 3 ლარია. შესაბამისად, რადგან იმპორტირებული გვაქვს ნედლეული – ხორბალი, ეს აისახება ყველაფერზე. სტაბილური ლარის პირობებში კიდევ შეიძლება იფიქრო, რომ ზემოთ არ წავიდეს ფასი. გვქონდა კომუნიკაცია პურის მწარმოებლებთან და ისინიც ერიდებიან ასეთი ნაბიჯების გადადგმას. თუმცა, ყველა აკვირდება ლარის კურსის მდგომარეობას“, – აცხადებს ლევან სილაგავა.

banner
წინა სტატიაშიპირველი აგვისტოდან კოტე აფხაზის ქუჩასა და მიმდებარე ტერიტორიაზე​ ზონალურ-საათობრივი პარკირება ამოქმედდება
შემდეგი სტატია„ლეიბორისტული პარტია“ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებას მოითხოვს