ლარის გაუფასურების ერთ-ერთ მიზეზად ექსპერტები მთავრობის მიერ დაანონსებულ რეგულაციებს ასახელებენ

რუსეთში დოლარს აკრძალავენ: რუსების ანგარიშები ავტომატურად დაიხურება, აღმოჩენილი დოლარები კი ჩამოერთმევათ

ეროვნული ვალუტის გაუფასურების პროცესს, ხელისუფელბის მეირ დაანონსებულ რეგულაციებს უკავშირებენ ექსპერტები. მათი შეფასებით, პანიკურ ვითარებას თავად ხელისუფლება ქმნის უპასუხისმგებლო დაპირებებით და ინიციატივებით. გარდა ამისა ანალიტიკოსების მხრიდან ლარის გაუფასურების ერთ-ერთ მიზეზად სუსტ ეკონომიკურ პოლიტიკაც სახელდება. ზვიად ხუროშვილი ამბობს, უნდა გადაიხედოს როგორც მთავრობის ახალი ინიციატივები, ასევე ბიუჯეტში გაწერილი თანხის გადანაწილების პოლიტიკა. ისინი ფიქრობენ, რომ მთავრობა არ არის მზად გაუმკლავდეს არსებულ გამოწვევებს.

“ინიციატივები, რაც მთავრობამ დააანონსა, პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდის ფინანსური სექტორის ინტერესებთან. შესაბამისად, არ არის გამორიცხული, რომ მათ შორის საფინანსო ინსტიტუტები დიდი რაოდენობით დოლარს ყიდულობდნენ და ცდილობდნენ, რომ ის რისკები შეიმცირონ, რასაც დაუწესებს მთავრობა. აუცილებელია გადაიხედოს არა მხოლოდ ის ინიციატივები რაც გამოითქვა, არამედ აუცილებელია ბიუჯეტთან დაკავშირებით ბევრი რამ შეიცვალოს,“ – განაცხადა თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების ლექტორმა ზვიად ხუროშვილმა.

ამ დროისთვის ლარის ოფიციალური კურსიც და ეროვნული ვალუტის ღირებულება გადამცვლელ ჯიხურებში 2.59 -ია, თუმცა კურსი კიდევ უფრო მაღალია კომერციულ ბანკებში.

banner
წინა სტატიაშიმთავრობამ ბიუჯეტიდან დაახლოებით, 100 მილიონი ლარით ნაკლები ხარჯი გასწია
შემდეგი სტატიანუცუბიძის ქუჩაზე მსუბუქი ავტომანქანა 21 წლის გოგონას დაეჯახა