,,ლარის გაუფასურება დააბრალონ საკუთარ თავს მთავრობამ და ეროვნულმა ბანკმა”

,,როცა ბიუჯეტი დაუბალანსებელია, როცა მთავრობა ასეულ მილიონობით ლარით აკრედიტებს კომერციულ ბანკებს ხაზინის ნაშთებზე არსებული ფულით, როცა ყოველწლიურად არის ჩამორჩენა ბიუჯეტის ხარჯვის გეგმიდან და ამ ჩამორჩენის გადაფარვა წლის ბოლო სამ თვეში ხდება, ეს მთავრობის ბრალია”- ამის შესახებ პარლამენტის წევრი რომან გოცირიძე აცხადებს.
,,როცა ეროვნული ბანკი უორეცედენტო მოცულობით ზრდის რეფინანსირების სესხებს, როცა ხმას არ იღებს მთავრობის არასწორ ეკონომიკურ და საბიუჯეტო პოლიტიკაზე, ეს არის ეროვნული ბანკის ბრალი.
როცა ამბობენ,რომ ლარის გაუფასურება მოლოდინების ბრალია, ტურისტების ნაკლებობის ბრალია, თურქული ვალუტის გაუფასურების ბრალია, დოლარის გლობალური გამყარების ბრალია, კუდიანების ბრალია-ეს არის სისულელე და ფისკალური და მონეტარული ხელისუფლების შეცდომების შეგნებული თუ შეუგნებელი გამართლება.
მოკლედ, ე. წ. იაფი ფულის პოლიტიკამ უკვე მერამდენედ დასცა ლარი”- აცხადებს დეპუტატი.

banner
წინა სტატიაში1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.5873 ლარი გახდა
შემდეგი სტატია,,ბაქო-თბილისი ყარსის რკინიგზის გახსნა მნიშვნელოვანია განსაკუთრებით საქართველოსთვის, რადგან შუა აზიის ტვირთების ძირითადმა ნაწილმა ამ მიმართულებით უნდა იმოძრაოს”