ლარის გაუფასურება და ხელისუფლების აბსურდული მიზეზები – ოპოზიცია მმართველ გუნდს არასწორ ეკონომიკურ პოლიტიკაში ადანაშაულებს

„ ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ეროვნული ვალუტის გაუფასურებაში ხელისუფლებას ადანაშაულებს. პარტიაში აცხადებენ, რომ ლარის ანტირეკორდს მმართველი პარტია აბსურდულ მიზეზებს უკავშირებს და ამით საკუთარ პასუხისმგებლობას გაურბის.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ზურაბ მელიქიშვილი ეროვნული ვალუტის არასტაბილურობას ხელისუფლების არასწორ ეკონომიკურ პოლიტიკას და ინვესტიციების შემცირებას უკავშირებს.

„მთავარი დამნაშავე ლარის გაუფასურებაშიმ ეს არის საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება. მინდა გითხრათ, რომ გადაბრალება აქციებზე ეს არის უსუსური მცდელობა აიცილონ პასუხისმგებლობა თავისი თავიდან. ყველას კარგად ახსოვს, რომ საქართველოში აქციები მუდმივად იმართებოდა, მათ შორის, იმართებოდა წინა ხელისუფლების პერიოდშიც, თუმცა თქვენ შეგიძლიათ იხილოთ, რომ რა სტაბილური კურსი დაუტოვა წინა ხელისუფლებამ დღევანდელ ხელისუფლებას. ანაკლიის პორტის თემაც პირდაპირ კავშირშია ლარის გაუფასურებასთან, საიდანაც 2 მილიარდიანი ინვესტიცია უნდა შემოსულიყო საქართველოში,“- განაცხადა მელიქიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიბაკურციხეში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია
შემდეგი სტატიათბილისის მერია ავტობუსების შემოყვანის დაგვიანებისთვის პასუხისმგებელ კომპანიას დააჯარიმებს