“ლარის გამყარების ტენდენცია ერთმნიშვნელოვნად გაგრძელდება”

ეკონომიკის მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, ლარი გამყარებას მომავალშიც განაგრძობს.
ქუმსიშვილის თქმით, გარდა იმისა, რომ ბუნებრივად მოხდება ლარის გამყარება, ასევე, დაგეგმილია კონკრეტული ქმედებები.
“ეროვნული ბანკი არის დამოუკიდებელი სტრუქტურა, ისინი დამოუკიდებლად იღებენ გადაწყვეტილებას. თუმცა, ხელისუფლების შტოებს გვაქვს საუკეთესო ურთიერთობა და ინფორმაციის გაცვლა. ყველაზე ცუდი ეკონომიკისთვის არის მკვეთრი გამყარება და მკვეთრი გაუფასურება. მთელი წლის განმავლობაში, რაც დარჩა, ველოდებით ლარის გამყარებას. გარდა იმისა, რომ ბუნებრივად მოხდება ლარის გამყარება, არის დაგეგმილი კიდევ კონკრეტული ქმედებები, რათა ლარზე გაჩნდეს დიდი მოთხოვნა და ლარი იყოს საჭირო ეკონომიკაში. ამის შესახებ ეროვნული ბანკი თავად ისაურებს”,- განაცხადა ქუმსიშვილმა.
banner
წინა სტატიაშისაზოგადოებრივი მაუწყებლის წამყვანები ახალი პოლიტიკური ცენტრის გირჩის წევრები გახდნენ
შემდეგი სტატიათურქეთში მორიგი ტერაქტი მოხდა