“ლარი სტაბილურად მყარდება”

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობით დაინტერესებულ კომპანიებს შორის გამარჯვებულად „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ დასახელდა
ვიცე პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა “საქსტატის” მიერ გამოქვეყნებული ინფორმაცია შეაფასა.

 

მონაცემის თანახმად, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 2016 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოს საგარეო ვაჭრობა 2 %-ით შემცირდა.
ქუმსიშვილმა განმარტა, რომ სავაჭრო ბრუნვის წახალისებისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებები; ევროკავშირთან საქართველოს სავაჭრო ბრუნვა ძალიან აქტიურია.
“შარშან, როდესაც ყველა ჩვენს სავაჭრო პარტნიორთან სავაჭრო ბრუნვა შემცირდა, ერთადერთი მიმართულება იყო ევროკავშირი, სადაც სავაჭრო ბრუნვა გაგვეზარდა. პირველი ორი თვის მაჩვენებლებში ჯამური სავაჭრო ბრუნვა შემცირებულია, რისი ძირითადი მიზეზია ის შესწორება, რომელიც ჩვენს საგადასახდელო ბალანსში კიდევ მიმდინარეობს – ანუ ვალუტის დევალვაციიდან გამომდინარე, ჩვენს ქვეყანაში შემოსული იმპორტი, ასევე, იმ ქვეყნებში, სადაც ჩვენ ექსპორტი გვაქვს, მცირდება, თუმცა ვიმედოვნებ, რომ მომავალი თვეებიდან, ზრდა გვექნება. მითუმეტეს, ადევნებთ თვალყურს ლარის კურსს – ის სტაბილურად მყარდება და შესაბამისად, ამან ვაჭრობის წახალისება უნდა მოგვცეს”, – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
რაც შეეხება ექსპორტის დაკრედიტების სააგენტოს, ქუმსიშვილის თქმით, ამ მიმართულებით, საპარტნიორო ფონდთან აქტიური მუშაობა მიმდინარეობს:
“პარალელურ რეჟიმში საპარტნიორო ფონდში მიმდინარეობდა რეორგანიზაციის პროექტის განხილვის შესაძლებლობა. აღნიშნული ბოლო პერიოდში, მთლიან ჭრილში იხილებოდა. ვიმედოვნებ, რომ უახლოეს მომავალში, გადაწყვეტილებებს მივიღებთ”.
banner
წინა სტატიაში“ნარმანიას უნიათო მმართველობამ დედაქალაქის მერია ქარვასლად გადააქცია”
შემდეგი სტატიათბილისის მერია “ნაციონალურ მოძრაობას” პასუხობს