“ლარი საშინელ მდგომარეობაშია, მაგრამ მთავრობა დამშვიდდა” – გოცირიძე

ეკონომიკური განვითარების ცენტრის თავმჯდომარის რომან გოცირიძი

ნაციონალური მოძრაობის წევრების შეფასებით, მთავრობის გეგმა ვერ გააუმჯობესებს ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობას და ის მძიმე ტვირთად დააწვება მოსახლეობას.

„ლარი საშინელ მდგომარეობაშია, ოღონდ მთავრობა დამშვიდდა, გაუხარდათ, რომ ერთი დღით იყო 2.70 და ახლა 2.56. დოლარშიც მეტი სესხი იქნება გაცემული, მიუხედავად იმისა, რომ მთავრობას და ეროვნულ ბანკს უნდა, რომ სესხები იყოს გაცემული ლარში. ეს არის ერთჯერადი დახმარება და შემდეგ ცხოვრება თავის კალაპოტში ჩადგება. ვინაიდან, თუ ლარი არ იქნა მყარი, ფასები არ იქნა სტაბილური, ყველაფერი დაუბრუნდება იმას, რაც ჩვენ დავინახეთ,“ – აცხადებს რომან გოცირიძე.

ლარის ოფიციალური კურსი გადამცვლელ ჯიხურებში დღეისათვის 2.56 ლარია. გასულ კვირას კი ლარმა ანტირეკორდი დაამყარა. ერთი დოლარის ღირებულებამ 2.70 ლარს მიაღწია.

banner
წინა სტატიაშიგია ვოლსკი : არ აქვს არანაირი საფუძველი ფასების ზრდას, ინფლაცია არ არის მოსალოდნელი
შემდეგი სტატიასაგამოძიებო სამსახურმა დიდი ოდენობით მედიკამენტების უკანონოდ შემოტანის ფაქტზე ერთი მოქალაქე დააკავა