ლარი რომ მერყეობს, ეს რეალობაა – აკაკი ზოიძე

ქართული ოცნება აღიარებს, რომ ლარის გაუფასურება რეალური ფაქტია. მმართველი გუნდის წევრმა, აკაკი ზოიძემ, აღნიშნა, რომ ლარის გაუფასურებას ქვეყნის “მცირე და სუსტი ეკონომიკა” განაპირობებს.

აკაკი ზოიძე ამბობს, რომ საქართველოს ეკონომიკაზე გავლენას, როგორც გარე, ასევე შიდა შოკები ახდენს გავლენას.

“ამ დღეებში, როგორც მთავრობის მეთაურმა, ასევე ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა დეტალურად ისაუბრეს ლარის გაუფასურების მიზეზებზე და ასევე თქვეს, თუ რას გააკეთებს მთავრობა, რომ შეჩერდეს ლარის მერყეობა.

“ჩვენ უნდა გავაჯანსაღოთ ეკონომიკა, ჩვენ გვაქვს მცირე სახის სუსტი ეკონომიკა, რომელზეც გავლენას ახდენს როგორც გარე, ასევე შიდა შოკები. ეს შოკები შეიძლება, იყოს დროებითი. თურქეთი აზერბაიჯანი და რუსეთი ჩვენი ძირითადი პარტნიორები არიან, სავაჭრო პარტნიორები.

“ნეგატიური მოლოდინები გავლენას ახდენს გაცვლით კურსზე და ფინანსურ ბაზარზე. ლარის შემთხვევაში ნეგატიური მოლოდინების პოლიტიზირება მოხდა. ლარი რომ მერყეობს, ეს რეალობაა,” – აცხადებს აკაკი ზოიძე.

აკაკი ზოიძემ აღნიშნა, რომ ბიუროკრატიული ხარჯები უახლოეს პერიოდში შემცირდება.

“2017 წლის ბიუჯეტი იქნება ნახტომისებური ზრდის შექმნის ფუნდამენტი, რომელიც გაგრძელდება შემდგომ წლებშიც,” – აცხადებს ზოიძე.

banner
წინა სტატიაშიმათ არ ესმით პრობლემის მთელი სიღრმე – რომან გოცირიძე ლარის გაუფასურებაზე საუბრობს
შემდეგი სტატია“ნაციონალურმა მოძრაობამ” პარლამენტში თანამდებობები გადაანაწილა