ლარი რეკორდულად გაუფასურდა

ეროვნული ვალუტა რეკორდულად გაუფასურდა. ლარი დოლართან მიმართებაში დღეს რამდენიმე პუნქტით დაეცა. 1 დოლარის ღირებულება სავალუტო ჯუხურებში 2.90 ლარია. მაშინ როდესაც ერთი დოლარის ღირებულება დღეს დილით, 2.83 ლარი იყო.

გაცილებით მაღალია კურსი კომერციულ ბანკებში. თიბისი ბანკი ერთ დოლარს 2.95 ლარად ყიდის. საქართველოს ბანკში კი 1 დოლარი, 2.92 ლარია.

ეროვნული ბანკის მიერ გუშინ დადგენილი კურსით, 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება დღეს, 2.8320 ლარია.

Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე ვაჭრობა 2.8401 კურსით დაიწყო, თუმცა 12:30 საათის მონაცემებით, 1 ამერიკული დოლარის ღირებულება 2.8800 ლარზე ავიდა.

ეროვნული ბანკი ახალ კურსს დღეს 17:00 საათზე გამოაქვეყნებს.

banner
წინა სტატიაში“საზოგადოებრივ მოძრაობაშიც ერთად ვიქნებით” – ბადრი ჯაფარიძე ხაზარაძის გადაწყვეტილებაზე
შემდეგი სტატია„მამუკა ხაზარაძე რასაც იწყებს, ყოველთვის შედეგიანია, მას ყველაფერზე ნაფიქრი აქვს“