ლარი მცირედით გამყარდა

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბანკთაშორის გამართული გუშინდელი ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარის ღირებულებამ 2.6284 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც გუშინ მოქმედებდა, 2.6297 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0013 ლარი შეადგინა.

1 ევრო კი 3.0610 ლარი ღირს მაშინ, როცა გუშინ მოქმედი კურსი 3.0625 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0015 ლარი შეადგინა.

banner
წინა სტატიაშიენმ ცესკო-ს წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელს შეიტანს
შემდეგი სტატიაპესტიციდების და აგროქიმიკატების სავაჭრო ობიექტები ფაროსანასთან ბრძოლის საშუალებების ბაზარზე შეუფერხებელ მიწოდებას უზრუნველყოფენ