ლარი კვლავ გაუფასურდა

ეროვნული ვალუტა კვლავ გაუფასურდა. 1 დოლარის ღირებულება ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2.7756 ლარი გახდა.

ლარი თითქმის ერთი თეთრით დაეცა. დღეს მისი ღირებულება 2.7676 ლარი იყო.

ლარი გაუფასურდა ევროსთან მიმართებაშიც. ეროვნული ბანკის მონაცემებით, ერთი ევროს ღირებულება 3.1001 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.0848 ლარს შეადგენდა.

ახალი კურსი ძალაში ოფიციალურად ხვალიდან შევა.

banner
წინა სტატიაშიანაკლია შესაძლოა ეკოლოგიური კატასტროფის წინაშე დადგეს
შემდეგი სტატიაიტალიურმა მხარემ დაადასტურა, რომ ტურისტულ ავტობუსში მყოფ საქართველოს არც ერთ მოქალაქეს დაზიანება არ მიუღია​