ლარი კვლავ გაუფასურდა

ლარი აშშ დოლართან მიმართებაში მცირედით გაუფასურდა.

ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსის მიხედვით, ხვალ 1 აშშ დოლარი 2.6891 ლარი ეღირება. დღეისთვის დადგენილი კურსით კი, მისი ფასი 2.6868 ლარს შეადგენდა.

ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ დოლართან მიმართებაში 0.0023 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებაშიც მცირედით გაუფასურდა. შესაბამისად, ხვალ ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 2.8867 ლარი იქნება. დღეის მონაცემებით კი, მისი ფასი 2.8851 ლარს შეადგენდა.

2.6868 ოფიციალური კურსის პირობებში, ბაზარზე უცხოური ვალუტის ფასი საშუალოდ, 2.74 ლარს შეადგენდა. ახლა კი, როცა ლარი გაუფასურდა, დოლარის ფასი კიდევ მოიმატებს.

banner
წინა სტატიაშიუკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი: გიორგი ცერცვაძესთან დაკავშირებით, საელჩო სამწუხაროდ, ინფორმაციას არ ფლობს
შემდეგი სტატიასერგო რატიანი სასამართლო რეფორმის ე.წ. მესამე ტალღასთან დაკავშირებით პრეზიდენტის ვეტოს იზიარებს