ლარი კვლავ გაუფასურდა

ლარი აშშ დოლართან მიმართებაში სამი პუნქტით გაუფასურდა.

ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსის მიხედვით, ხვალ 1 აშშ დოლარი 2.7674 ლარი ეღირება. დღეისთვის დადგენილი კურსით კი, მისი ფასი 2.7303 ლარს შეადგენდა.

ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ დოლართან მიმართებაში 0.0371 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებაშიც მკვეთრად გაუფასურდა. შესაბამისად, ხვალ ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 2.9334 ლარი იქნება. დღეის მონაცემებით კი, მისი ფასი 2.8649 ლარს შეადგენდა.

2.7303 ოფიციალური კურსის პირობებში, ბაზარზე უცხოური ვალუტის ფასი საშუალოდ, 2.8 ლარს შეადგენდა. ახლა კი, როცა ლარი მკვეთრად გაუფასურდა, დოლარის ფასი კიდევ უფრო მოიმატებს.

banner
წინა სტატიაშიგიგი უგულავა 9 იანვარს პატიმრობიდან გათავისუფლდება
შემდეგი სტატიასაქართველოს სააპელაციო სასამართლომ დავით კეზერაშვილი უდანაშაულოდ ცნო