ლარი ყველა ვალუტასთან მიმართებით გამყარდა

ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4161 ლარი გახდა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, 11 თებერვალს ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6223 ლარი იქნება. აქამდე მოქმედი კურსით ლარი 2.6454 ღირდა. შესაბამისად, ლარი დოლართან მიმართებით 0.0231-ით გამყარდა.

ლარის კურსმა ევროსთან მიმართებაში 2.7907 ლარი შეადგინა. აქამდე მოქმედი კურსით 1 ევროს ღირებულება 2.8290 ლარი იყო. შესაბამისად, ევროსთან მიმართებით ლარი 0.0383- ით გამყარდა.

ლარის კურსი 1 ბრიტანულ გირვანქა სტერლინგთან მიმართებაში 3.2771 ლარია. აქამდე მოქმედი კურსი 3.3237 ლარი იყო, ლარი სტერლინგთან 0.0466-ით გამყარდა.

თურქულ ლირასთან მიმართებაში ლარის კურსმა 0.7132 ლარი შეადგინა, აქამდე მოქმედი კურსი 0.7165 ლარი იყო. ლარი ლირასთან 0.0033-ით გამყარდა.

banner
წინა სტატიაშიიურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ფარული მიყურადების განხორციელებასთან დაკავშირებით მომზადებულ საკანონმდებლო პაკეტს მხარი დაუჭირა
შემდეგი სტატიაზვიად სიჭინავა ზუგდიდის მერობას აპირებს