ლარი ისევ გაუფასურდა, ეროვნული ვალუტა ანტირეკორდებს ხსნის

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, დღეს ლარის ახალი გაცვლით კურსი დაადგინა. ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება 2.4923 ლარია, კომერციულ ბანკებში კი ერთი ამერიკული დოლარის შესაძენად 2 ლარი და 53 თეთრია საჭირო.

პარასკევს ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებაში 2.4694 შეადგენდა, ეროვნულმა ბანკმა ამ დღეს სავალუტო რეზერვებიდან 20 მილიონი დოლარი გაყიდა, თუმცა ინტერვენციამ ეროვნული ვალუტის გაუფასურების პროცესი ვერ შეაჩერა.

208 პუნქტით გაუფასურდა ლარი ევროსთან მიმართებაში, ეროვნული ბანკის მონაცემებით ერთი ევრო დღეს 2.6974 ლარი ღირს.

banner
წინა სტატიაშიPACE-ს პრეზიდენტი ამბობს, რომ მისი მიზანი პოლიტპატიმარ გიგი უგულავას გათავისუფლებაა
შემდეგი სტატიაშსს გზებზე გართულებული ვითარების გამო დამატებით შეზღუდვებს აწესებს