ლარი ისევ გამყარდა – ერთი დოლარის ოფიციალური ფასი 2.3093 ლარია

ეროვნულმა ბანკმა ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში გამყარდა.

2 ივლისს ერთი დოლარის ოფიციალური ფასი 2.3093 ლარი იქნება.

1 ივლისს ოფიციალური კურსი 2.3200 ლარი იყო. ეროვნული ვალუტის კურსი ევროსთან მიმართებაშიც გამყარდა. ხვალ ერთი ევროს შეძენა 2.5661 ლარად იქნება შესაძლებელი.

banner
წინა სტატიაშირადას დეპუტატი სასტუმროში შიშვლად სირბილის გამო დააკავეს
შემდეგი სტატია“საქართველო აღარ უნდა იყოს ადგილი, სადაც არჩევნების შედეგს წყვეტს ის, ვინც ხმებს ითვლის”