გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი აცხადებს, რომ რუსეთის ფედერაციის ერთ-ერთი მიზანი უკრაინის დემილიტარიზაციაა და ამის დაშვება არ შეიძლება.
შოლცმა აღნიშნა, რომ ძლიერი არმია „ქვეყნის უსაფრთხოების ყველაზე მნიშვნელოვანი გარანტიაა“.
„უკრაინის დემილიტარიზაცია იყო რუსეთის ომის ერთ-ერთი მიზანი და ეს არ უნდა მოხდეს“, – განაცხადა კანცლერმა.
რუსეთსა და უკრაინას შორის შესაძლო ცეცხლის შეწყვეტის ფონზე შოლცმა ყველას უკრაინის გრძელვადიანი მხარდაჭერისკენ მოუწოდა. მისი თქმით, ევროპამ და შეერთებულმა შტატებმა უნდა გააგრძელონ უკრაინის მხარდაჭერა მშვიდობის მიღწევამდე და ამის შემდეგაც.