ლანდსბერგისი – ვლადიმერ პუტინის თანამდებობიდან გადაყენება ერთადერთი გზაა მოსკოვიდან მომავალი საფრთხისგან დასავლეთისა და მისი მოკავშირეების დასაცავად

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი, გაბრიელიუს ლანდსბერგისი აცხადებს, რომ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის თანამდებობიდან გადაყენება ერთადერთი გზაა მოსკოვიდან მომავალი საფრთხისგან დასავლეთისა და მისი მოკავშირეების დასაცავად.

ლანდსბერგისის თქმით, გამარჯვების დღეს პუტინის ყოველწლიური გამოსვლა და გენერლების „პირქუში სახეები“ აშკარად აჩვენებდა, რომ რუსეთი უკრაინასთან ომში წარუმატებლობას განიცდის.

„ჩვენი გადმოსახედიდან, სანამ დღევანდელი რეჟიმი იქნება ხელისუფლებაში, მის გარშემო მყოფ ქვეყნებს გარკვეულწილად საფრთხე ემუქრებათ. არა მხოლოდ პუტინი, არამედ მთელი რეჟიმი, რადგან, ერთმა მათგანმა შეიძლება შეცვალოს პუტინი, მაგრამ სხვა პუტინი მის ადგილას შეიძლება დადგეს“, – განაცხადა ლანდსბერგისმა.

banner
წინა სტატიაშიუკრაინაში დაბომბვისას, რადას ყოფილი დეპუტატი დავით ჟვანია დაიღუპა
შემდეგი სტატიაოდესაში რუსეთის სარაკეტო იერიშებს ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ხუთი დაშავდა