ლანდსბერგისი – რუსეთს მოვუწოდებ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღევა შეწყვიტოს

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გაბრიელიუს ლანდსბერგისი სოფელ ოძისში ჩავიდა, სადაც საოკუპაციო ხაზთან არსებულ სიტუაციას გაეცნო. მან რუსეთს საქართველოს ტერიოტირული მთლიანობის დარღვევის შეწყვეტისკენ მოუწოდა.

“მოვინახულეთ ადმინისტრაციული საზღვარი ოძისთან. რუსეთის მხრიდან მუდმივი უკანონო ბორდერიზაციისა და მძიმე სამხედრო ინვესტიციების მოწმე გავხდი. ძლიერ მხარდაჭერას ვუცხადებ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას (EUMM). რუსეთს მოვუწოდებ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღევა შეწყვიტოს”, – წერია Twitter-ის განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშინიკა მელიას ადვოკატი – ვიშუამდგომლებთ, რომ დღევანდელი პროცესი გადაიდოს
შემდეგი სტატიასაცხოვრებელი ფართი საკუთრებაში კიდევ 236 დევნილ ოჯახს გადაეცემა