ლანდსბერგისი: მახსოვს ფრაზა, რასაც სულ ვიმეორებდით – ლიეტუვა კი არ უერთდება, უბრუნდება EU-ს

“ჩვენ ვიცით, საქართველო და უკრაინა ძალიან დიდი წნეხის ქვეშ არიან, რომ რეფორმები განახორციელონ. მაგრამ ჩვენ რა გვიბიძგებდა წინ, მე მახსოვს ფრაზა, რომელიც ჩვენ გამოვიყენეთ და ვიმეორებდით მუდამ, რომ ლიეტუვა კი არ უერთდება ევროკავშირის ოჯახს, არამედ უბრუნდება მათ და ეს გახლავთ კულტურული, სიღრმისეული გაგება, რაც დევს ჩვენს დნმ-ში.

ჩვენ ორჯერ მოგვგლიჯეს ევროპას, მიგვაერთეს ისეთ რამეც, რაც ჩვენთვის იყო უცხო და ჩვენ დავბრუნდებით ჩვენს ოჯახში. აი, ეს იყო სიღრმისეული გაგება, რატომ იყო საჭირო უკან დაბრუნება და ეს ბიძგს აძლევდა რეფორმების პროცესს.”

განაცხადა ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გაბრიელიუს ლანდსბერგისმა მიუნხენში მიმდინარე უსაფრთხოების კონფერენციაზე.

banner
წინა სტატიაშისიკორსკი ზურაბიშვილს: “შეგიძლიათ წვლილი შეიტანოთ სააკაშვილის გათავისუფლებაში”
შემდეგი სტატიაზურაბიშვილი: “EU-ს ინტერესშიც შედის, რომ რუსეთი ექსკლუზიური ძალა არ იყოს შავ ზღვაში, რასაც ის ცდილობს