ლანდსბერგისი – კარგი იქნება, თუ მელია განიხილავს იმ გარანტიებს, რაც შემოთავაზებულია ევროკავშირის პარტნიორების მიერ

პარტიების მხრიდან ხელმოწერა ცხადყოფს იმ ვალდებულებას, თავდადებას და პასუხისმგებლობას, რაც უკავშირდება ევროატლანტიკური კურსისკენ სვლას, – ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა განაცხადა.

მისივე თქმით, ლიეტუვას აქვს შესაძლებლობა, საქართველოს გაუზიაროს გამოცდილება, რომ არასდროს გადაუხვიოს ამ კურსიდან.

„ლიეტუვას ჰქონდა იგივე პრობლემა 1992 წელს. მთელი რიგი არჩევნები და დავა იყო, მაგრამ ჩვენი მიზანი ყოველთვის იყო ტრანსატლანტიკური მიმართულება. სწორედ ამიტომ, ეს არის საუკეთესო გამოცდილება, რაც ჩვენს ქვეყანას შეუძლია, საქართველოს გაუზიაროს, რომ არასდროს გადაუხვიოს ამ კურსიდან“, – განაცხადა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა.

ამასთან, შეთანხმებაზე საუბრისას ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ შეთანხმება საშუალებას იძლევა, შეთანხმების განხორციელების მონიტორინგი საუკეთესოდ განხორციელდეს.

მისივე თქმით, კარგი იქნება, თუ ნიკა მელია განიხილავს იმ შემოთავაზებებს, გარანტიებს, რაც ევროკავშირის პარტნიორების მიერ არის შეთავაზებული.

„როცა ამ შეთანხმებას ხელს აწერს ყველა პარტია, ეს საშუალებას იძლევა, რომ საუკეთესოდ განხორციელდეს შეთანხმების განხორციელების მონიტორინგი. რაც შეეხება მელიას, ძალიან კარგი იქნება, თუ ის განიხილავს იმ შემოთავაზებებს, გარანტიებს, რაც გახლავთ შემოთავაზებული ევროკავშირის პარტნიორების მიერ“, – აღნიშნა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა.

banner
წინა სტატიაშილიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი – მზად ვართ, დავემხაროთ საქართველოს, გახდეს ვეროკავშირის წევრი
შემდეგი სტატიალიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი – შეგვიძლია, ევროკავშირის კარი გავაღოთ, მაგრამ საქართველომ თავად უნდა მიიღოს გადაწყვეტილება