ლანჩხუთში ნაპოვნი პირადობის მოწმობების საკითხზე ნუგზარ ცინცაძე ბათუმის პროკურატურაში გამოკითხვაზე იმყოფება

ლანჩხუთში აღმოჩენილი პირადობის მოწმობებთან დაკავშირებით ლანჩხუთის მერიის ყოფილ თანამშრომელი ნუგზარ ცინცაძე ბათუმის პროკურატურაში გამოკითხვაზე იმყოფება.

ცინცაძე ამბობს, რომ გამოძიებას მიაწვდის სრულ ინფორმაციას, როგორ აღმოჩნდა „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების ხელში პირადობის მოწმობები.

მისი განცხადებით, გარდაცვლილი ადამიანების საბუთები ერთ-ერთ რედაქციაში ნეკროლოგების გამო გროვდებოდა და სწორედ ამ რედაქციიდან მოხდა მოწმობების გატანა.

„ნაციონალური მოძრაობა“​ ასკურავასა და ვაშაძის თამადობით ავრცელებს ტყუილს, ინფორმაციას მივაწვდი გამოძიებას, საიდან წამოვიდა ეს ყველაფერი. მეგობარმა მითხრა, რომ გაზეთ „ლანჩხუთი პლიუსის“ რედაქტორმა ქეთევან ნაკაშიძემ მიაწოდა დაახლოებული პირის საშუალებით კახა ასკურავას შავი პიარისთვის, ეს პირადობები რედაქციაში ნეკროლოგებისთვის წლების განმავლობაში გროვდებოდა. მე წყაროსაც დავასახელებ, ვინც ინფორმაცია მომაწოდა. ის ყველა რედაქციასთან დაახლოებული პირია”, – განაცხადა ნუგზარ ცინცაძემ.

banner
წინა სტატიაში„შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს“ პირველკურსელთა მიღების უფლება აღუდგა
შემდეგი სტატიადარღვეულია კანონმდებლობის მოთხოვნები -ობმუდსმენი “ომეგა ჯგუფის” საქმეზე