ლანჩხუთში მომხდარი ავტოავარიის შედეგად, 25 წლის ახალგაზრდა გარდაიცვალა

უჯარმასთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაცვლილთა შორის მცირეწლოვანი ბავშვია

ავტოსაგზაო შემთხვევა ცენტრალური მაგისტრალის სოფელ შუხუთის მონაკვეთზე მოხდა, სადაც ერთმანეთს ორი ავტომანქანა შეეჯახა.

„მერსედესის“ მარკის ავტომობილის მძღოლი, 25 წლის მამაკაცი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. შემთხვევის დროს დაშავებული ოთხი ადამიანი კი, სხვადასხვა დაზიანებებით სამკურნალო დაწესებულებებში არიან გადაყვანილი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის ჯოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

banner
წინა სტატიაშიგიორგი ვაშაძე ბიძინა ივანიშვილის თანამოაზრესთან ერთად
შემდეგი სტატიაირაკლი სესიაშვილი პრეზიდენტს პასუხობს