ლანჩხუთში გაასამართლეს ქალი, რომელმაც მულის ინტიმური ფოტო სოციალურ ქსელშიგაავრცელა

AWBF3P Judge

ლანჩხუთში რძალმა მულისა და მისი მეგობარი მამაკაცის საწოლში გადაღებული ფოტო სოციალურ ქსელში გაავრცელა. ამის გამო ლანჩხუთში მცხოვრებ ქალს პირადი ინფორმაციის უკანონოდ მოპოვებასა და გავრცელებისთვის ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.

საქმის მასალების მიხედვით, ქალმა თავისი მულის და მისი მეგობარი კაცის საწოლში გადაღებული ფოტო ჯერ უკანონოდ მოიპოვა, ხოლო შემდეგ „ფეისბუქში“ საკუთარ გვერდზე ატვირთა, „რითაც ნ.-ს და კ.-ს სხვების თვალში მორალური რეპუტაციის შელახვით მიაყენა მნიშვნელოვანი ზიანი“, – აღნიშნულია განაჩენში.

მოსამართლემ ამ საქმეზე მხოლოდ ბრალდებულის ჩვენება მოისმინა, რომელმაც თავი დამნაშავედ სცნო და თქვა, რომ „ინანიებს ჩადენილ ქმედებას“. მას სადავოდ არ გაუხდია არცერთი მტკიცებულება, რომელიც ამ საქმეზე პროკურორმა სასამართლოში წარმოადგინა. შესაბამისად, მოსამართლეს სხვების პოზიციები, მათ შორის, დაზარალებულების არ მოუსმენია.

banner
წინა სტატიაში“ტროლების ფაბრიკის მთავარი მსხვერპლია,ის ნიჭიერი ახალგაზრდობა, რომელიც საინფორმაციო ქილერებად გამოზარდეს”
შემდეგი სტატიაუმსხვილესი პანამელი ინვესტორი ივანიშვილია