ლანჩხუთში ავტოსაგზაო შემთხვევას 20 წლის კაცი ემსხვერპლა

დღეს, დილით, ლანჩხუთში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა – ინფორმაციას gurianews-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, შემთხვევა სოფელ ჩიბათის ცენტრში მოხდა. შედეგედ ერთი ახალგაზრდა გარდაიცვალა, მეორე კი მძიმე დაზიანებებით კლინიკაში გადაიყვანეს.

“ახალგაზრდა ბიჭია გარდაცვლილი, რომელიც საჭესთან იჯდა. მანქანა “აბგონზე” გავიდა, მერე, როგორც ჩანს, მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, ჯერ ჯებირს შეეჯახა, მერე კი გადავარდა. საშინელება მოხდა, ახალგაზრდა ბიჭია გარდაცვლილი, 20-21 წლის. მეორე ახალგაზრდა მრავლობითი დაზიანებებით “მედალფაში” გადაიყვანეს, ორივე მეზობელ სოფელ ჭალიდანაა”, – ამბობენ ავარიის თვითმხილველები.

banner
წინა სტატიაშიხვალ, 14:00 საათზე, პარლამენტთან უკრაინელ მეგობრებთან ერთად გავაპროტესტებთ რაშიზმს – ხოშტარია
შემდეგი სტატიასაქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დელეგაციამ დანიის საგარეო უწყებაში შეხვედრა გამართა