ლანჩხუთის რაიონის აცანის ეკლესიის წინამძღვარი სასტიკად სცემეს

ლანჩხუთის რაიონის აცანის ეკლესიის წინამძღვარი სასტიკად სცემეს. მამა გაბრიელ კახელიშვილი აცხადებს, რომ მას სამართალდამცველები გაუსწორდნენ.

როგორც ,,თაიმერთან” საუბრისას მღვდელი ყვება, ის ნასვამ მდგომარეობაში მართავდა ავტომობილს რა დროსაც ლანჩხუთში პოლიციამ გააჩერა. მისი თქმით მამაომ ავტომობილი ქართული ოცნების ოფისთან გააჩერა და სამართალდამცველებს ბოდიში მოუხადა. როგორც აცანის ეკლესიის წინამძღვარი ყვება, ამის შემდეგ პოლიციამ მას ხელბორკილები დაადო, მანქანაში ჩასვა სასტიკად სცემა.

ამ დროისთვის მამა გაბრიელ კახელიშვილი ოზურგეთის ერთ-ერთ კლინიკაში იმყოფება.

banner
წინა სტატიაშიშსს-ს ექსპერტ-ქიმიკოსებს ლიტველმა სპეციალისტებმა ტრენინგი ჩაუტარეს
შემდეგი სტატიაავტოტრანსპორტის მოძრაობა რიკოთის გვირაბში სპეციალური რეჟიმით ხორციელდება