5.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, აპრილი 15, 2026
banner

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში ბავშვს მატარებელი დაეჯახა

გურიაში, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგვზიანში ბავშვს მატარებელი დაეჯახა.

ექიმების ინფორმაციით, ის ქუთაისის კლინიკაშია გადაყვანილი და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

“რკინიგზის ლიანდაგზე გადადიოდა ორი მოზარდი. გოგონამ გადაასწრო, ბიჭმა კი გადასვლა ვეღარ მოასწრო და მატარებელი დაეჯახა. საკმაოდ მძიმე დაზიანებები აქვს და ქუთაისის კლინიკაში გადაიყვანეს. მეექვსე კლასის მოსწავლე ბავშვია”,- განუცხადა გამოცემა გურია ნიუსს ნიგვზიანში მერის წარმომადგენელმა, ირაკლი გუჯაბიძემ.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც რკინიგზის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს იმ ადამიანის მიერ, ვისაც ამ წესის დაცვა სპეციალურად ევალება, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება გამოიწვია.

banner
წინა სტატიაშიაშშ-ის სახელმწიფო მდივანი ირაკლი კობახიძეს ესაუბრა
შემდეგი სტატიამარკო რუბიო: ირანს არასდროს მიეცემა უფლება, გადაწყვიტოს, ვინ გაივლის საერთაშორისო წყლებში