ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩოჩხათში ყაჩაღობა მოხდა

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩოჩხათში ყაჩაღობა მოხდა. არსებული ინფორმაციით, მძარცველებმა ოჯახიდან გარკვეული ოდენობის თანხის წაღება მოახერხეს.

ოჯახის წევრ მამაკაცს მძარცველები ფიზიკურადაც გაუსწორდნენ, დაზარალებული საავადმყოფოშია გადაყვანილი.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით დაიწყო, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.

banner
წინა სტატიაშიაეროპორტის ტრასაზე რამდენიმე ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა
შემდეგი სტატიასასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს საკონსულტაციო საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა