,,ყველა სოფელში, სადაც საჭიროა ტექნიკა მობილიზებულია. დღეს კიდევ დამატებითი ტექნიკა მივიღეთ ბათუმიდან. გაშვებულია ტრაქტორები, რათა მაქსიმალურად მოხდეს გზების გაწმენდა. მუნიციპალიტეტიდან ადმინისტრაციულ ერთეულამდე დამკავშირებელი ყველა ცენტრალური გზა უკვე გაწმენდილია. ახლა მიმდინარეობს შიდა სასოფლო გზების გაწმენდითი სამუშაოები. გუშინ დღის განმავლობაში კიდევ რამდენიმე მოქალაქე იქნა გაყვანილი საფრთხის შემცველი ზონიდან. წუხელ რამდენიმემ ისურვა გასვლა, რადგან მთელი დღის განმავლობაში დავდივართ და ვაფრთხილებთ მოსახლეობას, რომ გავიდნენ. ძალიან ბევრი იკავებს თავს, მაგრამ ღამით დაახლოებით კიდევ 10 ადამიანი გავიყვანეთ. ამ ეტაპზე, ჩვენი მუნიციპალიტეტიდან 200 ადამიანია გასული. ზოგი ჩვენ გავიყვანეთ, ზოგიც თავისი სურვილით ახლობელთან გადავიდა. ყველაზე დიდი გაყვანა მოხდა სოფელ ხორეთიდან და სოფელ წიაღოვნიდან. სამაშველო სამსახურის ბრიგადები ფაქტობრივად მთელი ქვეყნიდან ჩვენთან არის და მობილიზებული არიან, რათა 24 საათის განმავლობაში დაეხმარონ მოქალაქეებს, გაიყვანონ უსაფრთხო ადგილას და შემდეგ ტექნიკით შესაბამისი დახმარება გაგვიწიონ“, განაცხადა მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე სარიშვილმა.